თბილისი. 27 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის" პრეზენტაცია, რომლის შექმნის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა" და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა."
სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან, პარტნიორებთან, დონორებთან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კლუბის შექმნის კონცეფცია, ფორმატი და სამოქმედო გეგმა.
სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, საჯარო სექტორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კლუბის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია, რომელზეც ხელი მოაწერეს დამფუძნებელმა კომპანიებმა.
ღონისძიება გაიმართა სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 მაისს დაიწყო და 28 მაისს დასრულდა.
კვირეული ორგანიზებულია ,,სიდას” და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
წყარო: სიდას ვებგვერდი სოციალურ ქსელში