en
ge

„რა სჭირდებათ ბავშვებს და ახალგაზრდებს საქართველოში...“

თბილისი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აქვეყნებს ახალ ბლოგს: „რა სჭირდებათ ბავშვებს და ახალგაზრდებს საქართველოში იმისთვის, რომ თავი კარგად და ბედნიერად იგრძნონ?".
გაეროს 2013 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყნიდან საქართველო 134-ე ადგილზეა. ქვეყნების სიას სათავეში ჩრდილო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები - დანია, ნორვეგია და შვედეთი უდგას. ... „სიაში საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს: რუსეთი 68-ე ადგილზეა, თურქეთი 77-ე, აზერბაიჯანი 116-ე და სომხეთი - 128-ე. ქვეყნების რანჟირება რიგ ფაქტორებს ითვალისწინებს, მათ შორისაა: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, კორუფციისა და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების აღქმა", ნათქვამია ბლოგში.
ბლოგში ასახულია ამ საკითხზე 2014 წლის ნოემბერში თბილისში ჩატარებული თვისებრივი კვლევის წინასწარი შედეგები. თვისებრივი კვლევა, რომელიც ოცი სიღრმისეული ინტერვიუსა და ოთხი ფოკუს ჯგუფისგან შედგებოდა, CRRC-საქართველომ ჩაატარა პროექტისთვის MYWEB.
წყარო: blog.crrc.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)