en
ge

ფოტოგამოფენა ხაშურში....

შიდა ქართლი. 30 მაისს ხაშურის დ. ყიფიანის სახელობის სკოლა- პანსიონში, მცირე გრანტის პროექტის - „ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში ფოტოების და ესეების გამოფენა მოეწყო.
პროექტი, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად და ამისათვის პრობლემის ხელოვნებაში, კერძოდ ფოტოგრაფიაში ასახვა იყო გამოყენებული. მოსწავლეებმა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მრავალი საინტერესო ღონისძიება გამართეს. კერძოდ, სკოლაში გამოაცხადეს ესეებისა და ნახატების კონკურსი, მოამზადეს საინფორმაციო ბანერი და ფლაერები, მოეწყო პრეზენტაციები ბულინგსა და ოჯახურ ძალადობაზე; ასევე, ძალადობის თემაზე ჩატარდა ტრენინგები მოწვეული სპეციალისტების იურისტების და ფსიქოლოგების მიერ, ხოლო ფოტოგრაფიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის ჩატარდა მასტერკლასი, რის შემდეგ ფოტომოყვარულებმა ძალადობის ამსახველი მოვლენები ფირზე აღბეჭდეს.
ფოტოების და ესეების გამოფენა მოეწყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამა ორგანიზაცია PH International-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)