თბილისი. 26 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. დისკუსიაზე ძირითადად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თუ რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის, რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე და პოლიტიკის ფორმირების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის რა მაგალითები არსებობს და რა უნდა გამოსწორდეს ამ მიმართულებით?
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი და კინო კრიტიკოსი , გოგი გვახარია
დისკუსიის ტრანსკრიპტი გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ctc.org.ge