სამეგრელო. ადგილობრივი მედია საშუალებების პრობლემებსა და საჭიროებებზე „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა" დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში, 27 ნოემბერს, შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის, თინათინ ასათიანის განცხადებით, ისინი კონფლიქტისპირა ქალაქის პრობლემებით დაინტერესდნენ.
პროექტი „ძალა ჩვენშია. განვითარება მშვიდობის მშენებლობის გენდერული და მრავალფეროვნების მართვისთვის" სამეგრელოში, შიდა ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში განხორციელდება. ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან მშვიდობის, გენდერულ და ტოლერანტობის საკითხებზე იმუშავებს. თინათინ ასათიანი ამბობს, რომ საზოგადოების აქტიურმა წევრებმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, ასევე გაძლიერდეს მედია და სამშვიდობო ჟურნალისტიკა, როგორც საქართველოსთვის კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი.