თბილისი. 6-7 ივნისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტსოციალისტურ სახელმწიფოებში".
მკვლევარები და მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოადგენენ მოხსენებას სამოქალაქო განათლების სხვადასხვა ასპექტების შესახებ, მათ შორის სამოქალაქო განათლების პოლიტიკა და მისი იმპლიმენტაცია, სამოქალაქო განათლების საუკეთესო გამოცდილება და გამოწვევები, სახელმწიფოს მშენებლობა და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
კონფერენციის ორგანიზაიტორია სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება" (SEP) ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში