იმერეთი. ,,მომავლის თაობა'' სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, კლუბმა ,,ორთოდოქსები'' საერთაშორისო ასოციაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის'' დახმარებით უფასო პირველადი სამედიცინო კვლევა მოაწყვეს ქალაქ ჭიათურის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის. სამედიცინო კვლევა 1000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, უფასოდ დარიგდა პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში