en
ge

„მომავლის თაობის“ მონაწილეებმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

კახეთი. თელავში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავალი თაობის'' შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ პროგრამას თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამაში კახეთის რეგიონის 13 საჯარო სკოლაა ჩართული.
თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორის, ნათია ქარჩაიძეს განცხადებით, აღნიშნული პროექტი კახეთის რეგიონის პარტნიორ საჯარო სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, პროგრამა საჯარო სკოლებში გაგრძელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაძლიერებას მასწავლებელთა გადამზადებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის გზით: ,,შეხვედრას 13 პარტნიორი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ. ვისაუბრეთ რა ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას სამომავლოდ''.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)