en
ge

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

შიდა ქართლი. 27 ნოემბერს საადვოკატო ბიურო "OK & CG”-სა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
საადვოკატო ბიურო და გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით გეგმავს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში საჯარო ლექციების, დისკუსიებისა თუ სხვადასხვა აქტივობების ხარჯზე.
ადვოკატებმა მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად წაიკითხეს საჯარო ლექცია ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებზე. საჯარო ლექცია გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა და მას ესწრებოდა ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების საკითხით დაინტერესებული საკმაოდ ვრცელი აუდიტორია: გორის მე-5, მე-7, კარალეთის სამოქალაქო კლუბის წევრები. საჯარო ლექციის ფარგლებში მოხსენება გაკეთდა ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების არსის განხილვითა და ურთიერთმიმართების საფუძველზე, ასევე ამ უფლებების დაცვის მექანიზმებზე როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე.
ლექციის მომდინარეობისას გამოჩენილი აქტივობების საფუძველზე ასევე შეირჩა რამოდენიმე მოსწავლე, რომელთაც მიენიჭათ საადვოკატო ბიუროს მეგობრის სტატუსი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)