თბილისი. ,,კავკასიური სახლი" ეხმიანება პროექტ www.damoukidebloba.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე", რომლის მიხედვითაც, „კავკასიური სახლი" აქტიურად თანამშრომლობს რუსული რბილი ძალის გამტარებელ „გორჩაკოვის ფონდთან".
,,კავკასიური სახლისთვის" გასაკვირია და სრულიად მიუღებელი, „მისი რაიმე სახით ასოცირება პრორუსული რიტორიკითა თუ აქტივობებით გამორჩეულ ორგანიზაციებთან; მითუმეტეს აბსურდულია, მისი რაიმე სახის კავშირი „საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ თანამედროვე და ისტორიულ ფაქტებთან", როგორც ეს პროექტის აღწერაშია აღნიშნული", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: caucasianhouse.ge