თბილისი. ორგანიზაციები „ახალგაზრდა ადვოკატები" და „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ევროპის პარლამენტს დახმარების თხოვნით მიმართავენ. წერილის ადრესატები არიან: „ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის ლიდერი, სოციალ დემოკრატების ჯგუფის ლიდერი, ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის ჯგუფის ლიდერი, მწვანეთა პარტიის ჯგუფის ლიდერი და ევროპის კონსერვატორების ჯგუფის ლიდერი.
ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მზადაა უსასყიდლოდ იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს და საჭიროების შემთხვევაში, იყოს მათი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის დროს. ამასთან, ორგანიზაცია ერთიანდება შემდეგ პარტნიორ ჯგუფებთან ერთად: „ახალგაზრდული ცენტრი", „პოზიცია", „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი", საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი" და საქველმოქმედო ორგანიზაციები: „კეთილსოფელი", „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი" დაზარალებულების დასახმარებლად.
წყარო: www.interpressnews.ge