აჭარა. 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო
დღის აღსანიშნავად ხანდაზმულ ქალთა ასოციაციაში
სემინარი გაიმართა. სემინარის თემა იყო ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ."
სემინარზე
მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტის 12 თემის
ამბულატორიის მედპერსონალი. სემინარი იურისტმა მარინე ჟღენტმა ჩაატარა, რომელმაც მონაწილეებს
გააცნო ინფორმაცია თუ რას გულისხმობს ოჯახში
ძალადობა და როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. დარიგდა საინფორმაციო
მასალა, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველა თემში გავრცელდება.
წყარო:
awa.org.ge