en
ge

„შსს-ს რეფორმის ფარგლებში „ოდეერების“ მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნება იგეგმება“

თბილისი. საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს განიხილა კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. გამჭვირვალობის ინფორმაციით კანონპროექტზე კენჭისყრა მიმდინარე კვირას უნდა გაიმართოს.
„...უსაფრთხოების სამსახური სწორედ ის უწყებაა, რომელიც უფლებამოსილი ხდება, დანიშნოს უშიშროების საკითხებში ოფიცრები სხვადასხვა დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რეფორმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ამ ინსტიტუტის დემოკრატიზაციას ისახავს მიზნად, ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ძალოვანი უწყებების მიერ უშიშროების ოფიცრების ჩანერგვის ე.წ. „ოდეერების" მანკიერ პრაქტიკაზე ..." , ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)