თბილისი. 23 ივნისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" თბილისის პარტნიორი სკოლების წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას აკადემიური წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები, ინიციატივები და მცირე საგრანტო პროექტები წარუდგინეს. მოსწავლეებმა, ასევე, მოაწყვეს კლუბების საქმიანობის ამსახველი ფოტო გამოფენა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კლუბების მიერ მომზადებული ჟურნალები და საინფორმაციო მასალა.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში