en
ge

სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი შეხვედრა

თბილისი. 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებისადმი მიძღვნილი ერთობლივი შეხვედრა გამართეს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა უძღვებოდა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საპარლამენტო ანგარიშის თავი - გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებები მიმოიხილა და ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. „შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 17 ქალი იქნა მოკლული. ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გასცდა ჩაკეტილ სივრცეს და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად, მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაეფექტური გამოყენება წარმოადგენს"...
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)