თბილისი. ქალთაპ ოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ:
„ჩვენს მიერ შემოთავაზებული 50%-იანიკვოტირების სისტემა კი პარლამენტის საერთო რაოდენობის 25%-იან ქალთა გარანტირებულ შემადგენლობას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განაწილებაც რეკომენდირებული მინიმუმის ზღვარს ქვემოთაა, ეს სამართლიანობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. ქალთა სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ მიიღოთ მხედველობაში არსებული დისბალანსი, სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მომძლავრებული ძალადობა ქალთა მიმართ და ქალთა წლად გამოცხადებული 2015 წელი, საერთო ძალისხმევითა და მონდომებით, ვაქციოთ ისტორიულ გარდატეხად ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის".
წყარო: www.gyla.ge