en
ge

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სტუდენტებთა შეხვედრა გამართა

კახეთი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლების ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კოლეჯის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, რომელიც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერასა და პოტენციური მიგრანტების კონსულტირებას ეხებოდა.
მათივე თქმით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წლებია მუშაობს მიგრანტებთან, მთავრობასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიგრაციასთან დაკავშირებული მრავალმხრივი პრობლემების მოსაგვარებლად.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023