თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიესალმება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისპროექტის მიხედვით განსაზღვრულ ცვლილებებს, რომლებიც უმეტესწილად, აუმჯობესებს საჯარო სამსახურის არსებულ რეგულირებას და სისტემას საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისპროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის იმპლემენტაციის პროცესისთვის."
წყარო: idfi.ge