აჭარა. 29 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ამ მიმართულებით ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებზე. შეხვედრა მიზნად ისახავდ ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მიერ გასული წლის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების წარმოდგენას. შეხვერდას ესწრებოდნენ: საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე ადგილობვრივი სატრანსპოტრო გადამზიდავი კომპანიები.