თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკით. მათი განცხადებით, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლ პატიმრებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა საკუთარი ნებით უარყონ წამების ფაქტები.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულების - თამაზ რასოიანისა და პაატა სურამელის ინტერესებს, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიანის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მსჯავრდებულმა პაატა სურამელმა ადვოკატს განუცხადა, რომ 2014 წლის 14 სექტემბერს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, სადაც იგი ცემეს და აწამეს, შემდეგ კი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში. შემთხვევა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ვიდეოკონტროლი"...
წყარო: humanrights.ge