en
ge

საინფორმაციო შეხვედრა

აჭარა. 25 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის წარმომადგენლებმა -"გავიგოთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ"– შშმ პირებთან დაკავშირებულ ტერმინებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა, მათ წინაშე არსებული პრობლემები და ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები. სკოლის მოსწავლეებმა მომხსენებლებთან ერთად იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით. რა როლი აკისრია საზოგადოებას აღნიშნული თემის პრობლემების მოგვარებაში. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა სიტუაციური ამოცანა გააკეთეს, რომლის საფუძველზე თეორიულად მიღებული ცონდის პრაქტიკაში გადმოტანას შეეცადენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)