en
ge

„დემოკრატიის აგენტების“ შემაჯამებელი ღონისძიება...

აჭარა. 27 ივნისს, პროექტის „დემოკრატიის აგენტების” ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს. პირველ ეტაპზე მეცხრე, მეათე და მეთერთმეთე კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგები გაიმართა. ისინი ასევე აჭარაში მოქმედ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი მუშაობის სტილს გაეცვნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებად ჩართულიყვნენ აღნიშნულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებების საქმიანობაში. პროექტის მიზანი არასრულწლოვნებში დემოკრატიული იდეებისა და სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია იყო. პროექტი ექვსი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალისა" და ,,ჯი ქოლს" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)