თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მედიის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა გამჭვირვალობის დაკვეთით ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC). გამოკითხვა 2015 წლის 28.04-6.05 მაისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 3.7%-ია.
„სოციალური პრობლემების გაშუქება ჟურნალისტების მთავარ დანიშნულებად 2013 წელთან შედარებით 11%-ით მეტ რესპონდენტს მიაჩნია (67%). მოსახლეობის მხრიდან სოციალური საკითხების გაშუქებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭება, შეიძლება ლარის კურსის მკვეთრი ცვლილებით და ამ პროცესის პარალელურად ეკონომიკური საკითხების აქტუალურობით აიხსნას"...
წყარო: transparency.ge