en
ge

IDFI: „მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ინფორმაციას მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერის შესახებ, რომელიც ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციას ეხება.
„საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა შენობის მშენებლობა, რომლის დანიშნულება მშენებლობის დასრულების შემდგომაც უცნობია. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია საბიუჯეტო სახსრების დაუგეგმავად ხარჯვა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ათობით მილიონ ლარს ეხება. ამასთან, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, პრეზიდენტის როგორც ავლაბრის, ასევე ათონელის ქუჩის რეზიდენციების მშენებლობის, მათი ყოველწლიური შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო როგორც ძველი, ისე ახალი რეზიდენციის აშენება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)