თბილისი. 2 ივლისს გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველოს" მიერ ინიცირებული კამპანიის – „აირჩიე განათლების" პრეზენტაცია.
„კამპანიის მიზანია სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში განათლების რეალური პრიორიტეტულობის აღიარების ხელშეწყობა, რაც უნდა გამოიხატებოდეს სფეროს დაფინანსების მნიშვნელოვან ზრდასა და სხვა შესაბამისი მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელიც არ გადაიხედება ხელისუფლების ცვლილების პარალელურად და თავისუფალი იქნება პოლიტიკური თუ კონფესიური გავლენისაგან. ამისთვის აუცილებელია მოცემულ საკითხებზე სამოქალაქო თანხმობის ფორმირება და საზოგადოებრივი მოთხოვნის გაზრდა ხარისხიანი განათლების ხელმისწვდომობაზე...", ნათქვამია კოალიციის ვებგვერდზე.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი