თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასათანადო მოპყრობის შესახებ. „ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას პოლიციის დაწესებულებაში სავარაუდო ეთნიკურ ნიადაგზე არასათანადო მოპყრობის შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ასახულია ... მასმედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერში. მრავალი საერთაშორისო შეთანხმება, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ამგვარ ქმედებას, სახელმწიფოსგან მოითხოვს მის პრევენციას და დამნაშავეთა დასჯას. საქართველოში მოქმედ არასამთვრობო ორგანიზაციებს არაერთხელ შეუსწავლიათ და გამოუვლენიათ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. წარსული გამოცდილება ნათელი მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია წამების, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია, რაც დიდ წილად მსგავსი ქმედებების ეფექტურ და დამოუკიდებელ გამოძიებაზეა დამყარებული. ..", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: osgf.ge