გურია. 6 ივლისს ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთის მერს შეხვდნენ და ოზურგეთის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა ეხებოდა ქ. ოზურგეთში შემოქმედელის 5 – ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლების პრობლემებს ( კორპუსის მცხოვრებთა მომართვის საფუძველზე დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია).
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა წარადგინეს შემოქმედელის 5–ში არსებული მდგომარეობის ამსახველი სიუჟეტი.
ქალაქის მერმა გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი ახალგაზრდების ინიციატივის მიმართ და აღნიშნა, რომ პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით ქალაქის მერიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეამოწმებს აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსს და არსებულ პრობლემებს. მორიგი სამუშაო შეხვედრა აღნიშნულ თემაზე ახალგაზრდებსა და ქალაქის მერს შორის უახლოეს დღეებში გაიმართება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი