აჭარა. 6 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის" ორგანიზებით და IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი –,,ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი". პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ 4 დღიანი სატრენინგო კურსი დემოკრატიის არსისა და პრინციპების, თვითმმართველობის არსის, სტრუქტურისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა ესტუმრონ როგორც თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და უშუალოდ დააკვირდნენ და გაეცნონ მათ საქმიანობას. ტრენინგის ბოლოს მონაწილეები შეიმუშავებენ ინიციატივებს, რომლებსაც წარადგენენ საკრებულოს ღია კარის სხდომაზე და შექმნიან პროექტებს, რომელსაც თავად განახორციელებენ.