en
ge

„როცა ცდები“ – შეხვედრა ლიგამუსში

თბილისი. „როცა ცდები" – ასე ჰქვია ამერიკელი მწერლის, ქეთრინ შულცის  წიგნს, რომელიც  ორგანიზაცია „რადარამის" ძალისხმევით ქართულად ითარგმნა. სწორედ „რადარამის" მოწვევით და ინიციატივით ქეთრინ შულცი დღეს „ლიგამუსში" სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდა. წიგნის ავტორმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმაზე იმსჯელა, თუ რა ხდება მაშინ, როცა ცდები; რამდენად მნიშნველოვანია იმის გაცნობიერება, რომ შეცდომას უშვებ ან უკვე დაუშვი და როგორ უნდა შევხედოთ ამ შეცდომებს პოზიტიური პერსპექტივიდან;  რატომ ხდება , რომ ყბადაღებული ფრაზის შემდეგ „შეცდომა ყველას მოსდის" , ხშირად გვიჭირს ან გვრცხენია მათი აღიარების. იმის მიუხედავად, რომ შეცდომებს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, როცა ცდები, ეს  ნორმალურია და თუკი შეცდომის აღიარება შეგვიძლია, ეს პირიქით უნდა წახალისდეს. 
მსგავსი შეხვედრები თავად წიგნის ავტორის მონაწილეობით სხვადასხვა ქალაქებსა და უნივერსიტეტბში გაიმართება. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რადარამი" ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს წიგნებს, რომლებიც აქტულუარ პოლიტიკურ, სიციალურ თუ ეკონომიკურ  საკითხებს ეხება. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)