ქვემო ქართლი. 6 ივლისს, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა შეხვედრა გამართა აქტიურ მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დმანისი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე, ასოცირების შეთანხმებაზე, მის უპირატესობებზე და შეთანხმების ფარგლებში არსებულ მოვალეობებზე. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევებსა და ამ საქმეში ევროპულ გამოცდილებაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში