სამცხე–ჯავახეთი. ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სამოქალაქო კლუბებისთვის მცირე გრანტების კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 2013 წლის 8 იანვარი განისაზღვრა.
მცირე გრანტების საკონკურსო თემებია: ბიზნეს სექტორის ჩართვა ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში; ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა: სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით; მოსწავლეთა თვითმმართველობის და/ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერება; ადამიანთა უფლებების დაცვა; კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და სხვ.
სკოლის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები ახალგაზრდულ ცენტრში მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით.