აჭარა. 30 ნოემბერს, ბათუმის მოხუცთა თავშესაფარ „სავანეში", ახალგაზრდული ორგანიზაცია Art Way-ს ორგანიზებით, ბათუმის ახალგაზრდულმა დასმა რეზო გაბრიაძის პიესა - „სამოთხის ჩიტი ანუ დე ფანტიეს ბრილიანტი" წაიკითხა. პიესის კითხვა მიზნად ისახვდა „სავანეა" მცხოვრებთა ერთფეროვან ცხოვრებაში თატრალური ელემენტების შეტანას და პიესის კომედიური ჟანრის საფუძველზე მათ გამხიარულებას.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტ „რე-ანიმაციის" ფარგლებში და მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეს, 3 დეკემბერს.
პროექტი „რე-ანიმაცია" ხორციელდება "აღომსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" ფინანსური მხარდაჭერით.