თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს პროკურატურიდან გამოითხოვა მონაცემები 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პროკურატურაში შესული განცხადებების რაოდენობისა და დამდგარი შედეგების შესახებ.
„...საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას...", ნათქვამია ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge