თბილისი. 8 ივლისს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მცირე გრანტების კონკურსის „საქართველოს ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა" გამარჯვებულები დააჯილდოვა. საგრანტო კონკურსი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, ევროკავშირის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის პროექტის Investing in People-ის ფარგლებში დამოუკიდებლად 7, თანადაფინანსებით კი 5, სულ 12 პროექტი დააფინანსა. ცენტრმა არჩევანი გააკეთა ახალგაზრდა ოსტატებზე, რეგიონებზე, პროდუქციის ხარისხსა და ბიზნეს ხედვაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში