თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების დანერგვის საკითხზე. „2014 წელს ხელისუფლებამ დაიწყო „საქართველოს თვითმმართველობათა კოდექსში" ცვლილებების და დამატებების მომზადება, მათ შორის XI თავისთვის, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების დანერგვას. ... კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა მოსახლეობის თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას... სამწუხაროდ, კანონპროექტის განხილვებისას სრულიად იგნორირებული იყო თავად მოსახლეობის, ასევე იმ 60-მდე ორგანიზაციის მოსაზრებები, რომლებმაც აღნიშნული საკითხის შესწავლას და კანონპროექტის მომზადებას წელიწადზე მეტი მოანდომეს. შედეგად, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დასახლების ქმედითი, ეფექტური კოლეგიალური წარმონაქმნის ცნება პროექტიდან ამოღებულია. ...ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს ამ საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ მიიღოს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: cida.ge