სამცხე–ჯავახეთი. 28 ნოემბერს ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სოციალურ მედიაში რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების პრეზენტაცია გამართა და შედეგები შეაჯამა. ბლოგის და თემების პრეზენტაცია გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
თემების განხილვის დასრულების შემდეგ კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. მათ ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასული თემების ავტორები დასაჩუქრა მეხსიერების დისკებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ პირველი ადგილის მფლობელ კონკურსანტს სამახსოვროდ წიგნი „მეცნიერების ენციკლოპედია" ინტერნეტი გადასცა.
ასევე ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა, ხოლო მოსწავლეების მიერ შექმნილი ჩანახატები გამოიფინება ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში.