თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს მოსაზრებებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებზე.
„საია დადებითად აფასებს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინციატივას, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ მთელ რიგ დამატებით ფორმებს.
თუმცა, მიუხედავად ზოგადი პოზიტიური ფონისა საია ეხმიანება ცალკეულ საკითხებს, რომლებიც დამატებით დამუშავებას საჭიროებენ. მათ შორისაა: მუნიციპალიტეტის დისკრეცია ჩაატაროს საერთო კრება ქალაქსა და დასახლებაში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, საერთო კრების საქმიანობის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობა, საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს - საზოგადოებრივი საბჭოს გაუქმება, საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილებების დეტალურად განსაზღვრის საჭიროება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთა არჩევა, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დადგენის აუცილებლობა და სხვა საკითხები...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge