აჭარა. 9 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირმა – „პროგრესმა" საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა. ამჟამად, ბათუმის მუნიციპალიტეტის სტაჟიორებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ჯემალ კარალიძის ლექცია – თვითმმართველობის ისტორია– მოისმინეს. სტაჟირების პროგრამის მონაწილეებისთვის, გარდა სემინარებისა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პროგრესი" და ბათუმის მერია, მუნიციპალიტეტის საქიანობაში სიღრმისეულად გარკვევასაც სთავაზობს.