სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირი, რეგიონის მოსახლეობისთვის სპეციალურ მობილურ საკონსულტაციო ცენტრებს ქმნის. ცენტრის დახმარებით, მოსახლეობას ქალაქის ცენტრში ჩამოსვლის გარეშე, შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ თემში (ქალაქში, სოფელში) ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით.
„დემოკრატ მესხთა კავშირი ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტ „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებები სამცხე-ჯავახეთში". პროექტის მიზანია გაზარდოს სამართლიანობის ხელმისაწვდომობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობისათვის, ხელი შეუწყოს, ადამიანის უფლებების კუთხით, მათი ცნობიერების ზრდას და დაეხმაროს ადვოკატირების გზით მოახდინონ საკუთარი უფლებების დაცვა".
წყარო: ორგანიზაციის ვებ0-გვერდი სოციალურ ქსელში