შიდა ქართლი. „ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის" ამ სახელწოდებით მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა. სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდიც, აქცია 22 ივლისს 12 საათზე გაიმართება. ორგანიზატორები გორელი ახალგაზრდები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
„ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ქვეყნის სუვერენიტეტი გავერთიანდეთ და ერთად მოვითხოვოთ საქართველოს დეოკუპაცია,ერთად მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და დავაფიქსიროთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია. მწვანე აბრები და მავთულხლართები დღითიდღე გვიახლოვდება შემოგვიერთდით"- ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.heretifm.com