თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადებას ავრცელებს ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი დასკვნა „პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
კოალიციის მიერ გავრცელებულ დასკვნაში ნათქვამია: „გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ წინასწარ დასკვნაში მოცემულ ძირითად შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია პროკურატურის სისტემაში რეალური რეფორმის გასატარებლად"...
წყარო: emc.org.ge