იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა (KYC) შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისათვის მომზადაა ვიდეო რგოლი აივ ინფექცია/შიდსის და სტიგმის საკითხებზე, ჩატარდა სემინარი, რომლის მუშაობასაც უძღვებოდნენ საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას" ექიმ-კონსულტანტები. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება. ქალაქის ცენტრალური მოედნიდან გავრცელდა საინფორმაციო მასალები და წითელი ლენტები, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს და რომელიც გამოხატავს სოლიდარობას - მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია.
ქუთაისში ღონისძიებები ჩატარდა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: kedec.ge