აჭარა. 29 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: ,,ახალგაზრდები და პოლიტიკა". რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების როლის და მნიშვნელობის განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაში.
შეხვედრას მომხსენებლის სტატუსით ესწრებოდნენ: ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის და თავისუფლებებისათვის" ხელმძღვანელი ლადო მგალობლიშვილი.
სტუმრის სტატუსით კი წარმოდგენილი იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები და აქტიური ახალგაზრდები.
მომხსენებლებმა ისაუბრეს აქტიური მოქალაქის როლზე და მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების/სტუდენტების პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართვის მექანიზმებზე და აქტუალურობაზე, ასევე რატომ არის ახალგაზრდა/სტუდენტი ანგარიშგასაწევი ძალა და რა რეალური ბერკეტები გააჩნიათ მათ.
სტუდენტებმა ბევრი საინტერესო მოსაზრება და კითხვა დასვეს, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დაკავშირებულია 21 წლიდან პარლამენტის წევრად არჩევის უფლებასთან და პოლიტიკური პარტიაში ახალგაზრდების გაწევრიანების საკითხთან.