en
ge

თავისუფალი კინოჩვენებები…

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თავისუფალი კინოჩვენებების ვორქშოფი ჩატარდა. „თავისუფალი კინოჩვენებები" აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, ან ამ რეგიონებთან მჭიდრო კავშირის მქონე კინომოყვარულებს.
კინოჩვენებები მიზნად ისახავს დედაქალაქში, სოფლებში, სხვა ქალაქებსა თუ დაბებში მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ადგილობრივი კინოკლუბების შექმნას, კინოს პოპულარიზაციას, სოციალური და საზოგადოებრივი თემების ირგვლივ დისკუსიების წარმართვასა და მოქალაქეთა თვითორგანიზაციული უნარების განვითარებას.
„ჩვენი პრინციპი მარტივია. ნებისმიერი ტექნიკური რესურსით, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ასაკის აუდიტორიისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსიის მოწყობა. მთავარია იყოს სადისკუსიო ფილმი და გვყავდეს ერთი მაყურებელი მაინც, რომელსაც ვაჩვენებთ ფილმს. ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს მაინცდამაინც იმაზე, რომ კინოდარბაზები „დავიპყროთ". თავისუფალი კინოჩვენებები შეგვიძლია მოვაწყოთ ეზოში, სახურავზე, სარდაფში, როგორც აკეთებდნენ ჩვენი პროექტის შარშანდელი მონაწილეები", - აცხადებს პროექტის მენეჯერი ანუკა ლომიძემ.
პროექტი ხორციელდება ფონდის „აჰუაჰუ - კულტურის განვითარებისთვის" მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)