შიდა ქართლი. 21 ივლისს, ქარელის რაიონის სოფელ რუისში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომდგენლებმა ადგილობრივ ქალებს ახალი პროექტი „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში" გააცნეს. პროექტი, სამიზნე თემებში ლიდერი ქალების გამოსავლენად, „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრები შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში იმართება. პირველი და მეორე შეხვედრა 10 და 14 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შედგა. ბოლო შეხვედრა, 23 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურშია დაგეგმილი.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში