en
ge

სახალხო დამცველი შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე

თბილისი. 20 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომებს ესწრებოდნენ. სასამართლოში განიხილებოდა აქციის "Stop Russia” ერთ–ერთი ორგანიზატორის, „ტაბულას" პროდიუსერის ალექსი მაჭავარიანისა და „პანორამა თბილისის" წინააღმდეგ გამართულ შეკრებაზე დაკავებული 10 პირის საქმე. სახალხო დამცველი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ალექსი მაჭავარიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი ამ კონტექსტში სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად, თუ საქმე ეხება პირისპირ შეურაცხყოფას ან უხამსობას. გამოყენებული პლაკატებით ვინმეს პირისპირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ის არ წამოადგენდა წვრილმან ხულიგნობას. სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული პლაკატი ასევე არ წარმოადგენდა უხამსობას, ვინაიდან გაკეთებული იყო საზოგადოებრივი პროტესტის ჭრილში და ამ თვალსაზრისით, გააჩნდა პოლიტიკური ღირებულება. სასამართლოს ამ საქმეზე ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ ის იქნება დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე და დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას"...
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)