თბილისი. ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, ფინანსისტი და ფილანთროპი ჯორჯ სოროსი 1-2 დეკემბერს თბილისს ორდღიანი კერძო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი შეხვდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ხელმძღვანელობას – აღმასრულებელ საბჭოს და დირექტორს. გარდა ამისა, არსებულ პოლიტიკური რეალობაზე სასაუბროდ, ჯორჯ სოროსი შეხვდა პოლიტიკურ ლიდერებს – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
შეხვედრაზე, ფონდის ხელმძღვანელობამ და ჯორჯ სოროსმა შეაჯამეს ფონდის მუშაობა ბოლო წლებში და ისაუბრეს სამომავლო პრიორიტეტებზე.
წყარო: osgf.ge