შიდა ქართლი. 23 ივლისს, სოფელ ოსიაურში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ახალი პროექტის „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში" ფარგლებში, სამიზნე თემებში ლიდერი ქალების გამოსავლენად ბოლო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გენდერის საკითხებში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველიც ესწრებოდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები ადგილობრივ ქალებთან 10, 14 და 21 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და ქარელის რაიონის სოფელ რუისშიც შედგა. ოთხივე სამიზნე მუნიციპალიტეტეში გამოვლენილი ლიდერი ქალები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ გასვლით ტრენინგში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის, საარჩევნო და სამოქალაქო ცნობიერების გაზრდის მიზნით…
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში