en
ge

ახალი პროექტის პრეზენტაცია

გურია. 28 ნოემბერს, გურიის ახალგაზრდული რესურცენტრმა, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროექტი რომლის სახელწოდება „პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების რეინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობა" ევროკავშირმა დააფინანსა.
პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას და მისი ამოცანებია პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა; ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმებისა და სახელმძღვანელო მითითებების შექმნა პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პროექტს „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან" პარტნიორობით განახორციელებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)