აჭარა. 2 დეკემბერს, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია Art Way-მ ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ფლეშმობი მოაწყო. აქტივობა მიზნად ისახავდა ხელოვნების გზით უსინათლოთა პრობლემების შესახებ საზოგადოების ფართო მასებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
flashmob-ის მონაწილეები მუსიკის ფონზე თვალახვეულნი ქუჩის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, ბოლოს ჯგუფის "თვალხილულის" წინამძღოლობით შეიკრიბენ ცენტრალურ ადგილას, სადაც მსახიობებმა მორის მეტერლინკის პიესიდან "ბრმები" წაკითხეს ფრაზები, რომელიც უსინათლოთა სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტ "რე-ანიმაციის" ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი".